დაჯავშნეთ წვდომა
მოგვიყევით თქვენს ინტერესებსა და საქმიანობაზე.
სიახლეები, რეგულაციები, საბაზრო მონაცემები და კორპორატიული ინფორმაცია სხვადასხვა ადგილას და ფორმით არის ხელმისაწვდომი.
ჩვენ გაფანტულ ინფორმაციას ვაერთიანებთ, ვახარისხებთ და უსაფრთხოდ ვინახავთ შემდგომი დამუშავებისთვის.
თქვენი საჭიროების შესაბამისად, ინსტრუმენტებისა და ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ვამუშავებთ ინფორმაციას.
გაანალიზებული ინფორმაცია თქვენთან მოდის შემოთავაზების, შეჯამების, აღმოჩენის სახით.
მონაცემებისა და კონტექსტის საფუძველზე არჩევანს თავად აკეთებთ, საკუთარი პირობებით.
მონაცემებით და კონტექსტით. საბოლოო სიტყვა თქვენთანაა.
თქვენი კონტროლითMetaPower-ის ბოტი აერთიანებს ანალიტიკოსის, ხელშეკრულებების მენეჯერისა და სავაჭრო ასისტენტის ფუნქციებს, MetaPower-ში, Telegram-სა და WhatsApp-ში.
კითხვები, შეტყობინებები და შეთანხმების დადასტურება თქვენთვის მოსახერხებელ არხში.მოგვიყევით თქვენს ინტერესებსა და საქმიანობაზე.
მიიღეთ გაშვების ინფორმაცია და საჭიროებისამებრ მოამზადეთ კომპანიის პროფილი.
თითოეული მოდულის გაშვებისას მიიღებთ წვდომას. პირველი 30 დარეგისტრირებული მონაწილე 3 თვე უფასოდ ისარგებლებს. უფასო პერიოდი პლატფორმის გაშვებიდან აითვლება.
პირველი მოდული 2027 წლის I კვარტალში გაეშვება. მოდულის გაშვებისას დაჯავშნისას მითითებულ ელფოსტაზე მიიღებთ შეტყობინებას წვდომისა და შემდეგი ნაბიჯების შესახებ.
სამთვიანი უფასო პერიოდი ვრცელდება პირველ 30 დარეგისტრირებულ მონაწილეზე. უფასო პერიოდი პლატფორმის გაშვებიდან აითვლება. პირველი მოდული 2027 წლის I კვარტალში გაეშვება.
არა. გადახდის მონაცემები საჭირო არ არის და დაჯავშნა შეძენის ვალდებულებას არ ქმნის. ფასიანი მომსახურება ცალკე შეთანხმებას მოითხოვს.
უფასო პერიოდის შემდეგ ფასიანი მომსახურება მხოლოდ ცალკე შეთანხმებით გაგრძელდება. გადახდის მონაცემებს არ ვითხოვთ, ამიტომ თანხა ავტომატურად არ ჩამოგეჭრებათ.
კალკულატორი დაგეხმარებათ შეაფასოთ, მომგებიანია თუ არა თქვენთვის საბითუმო ბაზარზე გასვლა. შეიყვანეთ თვიური მოხმარება და ნახეთ შეფასება, რამდენი დაგიჯდებოდათ ელექტროენერგიის შესყიდვა წინა წლებში საცალო და საბითუმო ბაზარზე. შეთავაზებების შედარება გაჩვენებთ მიმწოდებლების მოქმედ შეთავაზებებს, მათ ფასებს, მიწოდების პერიოდსა და პირობებს, რათა შეარჩიოთ თქვენს მოხმარებასა და საჭიროებებზე მორგებული ვარიანტი. ორივე ინსტრუმენტი უკვე ხელმისაწვდომია, რეგისტრაციის გარეშე.
არა. გამოიყენეთ თქვენთვის საჭირო მოდული. სიახლეებისა და ანალიტიკის გამოყენებისთვის ვაჭრობა ან კომპანიის წარმომადგენლობა აუცილებელი არ არის.
ბოტი ოთხივე პროდუქტთან სამუშაო ერთი ასისტენტია: პასუხობს კითხვებს, გიგზავნით შეტყობინებებს და ასრულებს დავალებებს. მას შეგიძლიათ მისწეროთ WhatsApp-ში, Telegram-ში ან MetaPower-ში და იმავე არხში გუნდთან ერთადაც იმუშაოთ.
არა. ბოტი მოლაპარაკებას აწარმოებს მხოლოდ თქვენ მიერ განსაზღვრულ პირობებში და ყოველი შეთავაზება ამ პირობებთან მოწმდება. თქვენი ლიმიტი მეორე მხარისთვის არ არის ხილული, შეთანხმებას კი ორივე მხარე ადასტურებს.