მომგებიანია თქვენთვის საბითუმო ბაზარზე გასვლა?
შეიყვანეთ თვიური მოხმარება და შეადარეთ საცალო და საბითუმო შესყიდვის ხარჯი წლების მიხედვით.
შეაფასეთ კალკულატორითნახეთ მოქმედი შეთავაზებები, მათი ჯამური ფასები და პირობები. ფასები მოცემულია დღგ-ის გარეშე.
შეიყვანეთ თვიური მოხმარება და შეადარეთ საცალო და საბითუმო შესყიდვის ხარჯი წლების მიხედვით.
შეაფასეთ კალკულატორითამჟამად ელექტროენერგიას, შესაძლოა, მარეგულირებლის მიერ დადგენილი სამომხმარებლო ტარიფით ყიდულობთ. ეს ტარიფი სამ კომპონენტს მოიცავს: გადაცემას, განაწილებასა და მიწოდებას. გადაცემა და განაწილება გულისხმობს ელექტროენერგიის ფიზიკურად მიტანას თქვენს ობიექტამდე. გადაცემისა და განაწილების მომსახურებას ისევ იგივე ოპერატორები გაგიწევენ, თუმცა შეგიძლიათ ელექტროენერგია სხვა მიმწოდებლისგან შეისყიდოთ და შეამციროთ მესამე კომპონენტის, მიწოდების, ხარჯი. ამ შემთხვევაში ელექტროენერგიას რეგულირებული მიმწოდებლის ნაცვლად თქვენ მიერ შერჩეული მიმწოდებლისგან, მის მიერ შეთავაზებულ ფასად შეისყიდით.
ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულებას თქვენ მიერ შერჩეულ მიმწოდებელთან გააფორმებთ. ის ელექტროენერგიას მოქმედი წესებისა და შეთანხმებული პირობების შესაბამისად მოგაწვდით. მიმწოდებელი შეიცვლება, თქვენთვის კი პროცესი ძირითადად იგივე დარჩება.
თუ ამჟამად ნეტო აღრიცხვის/დარიცხვის სქემაში ხართ ჩართული, მიმწოდებლის შეცვლის შემდეგაც ამ სქემით უცვლელად ისარგებლებთ.
დიახ, ერთჯერადად. შეგიძლიათ სცადოთ ელექტროენერგიის შესყიდვა კონკურენტული მიმწოდებლისგან და შემდეგ, მხოლოდ ერთხელ, მომდევნო წლის იმავე თვეში დაუბრუნდეთ რეგულირებული ტარიფით მიწოდებას.
არა. თუ კონკურენტული მიმწოდებელი ვეღარ მოგემსახურებათ, მაგალითად, გაკოტრდა ან რაიმე მიზეზით ბაზრიდან გავიდა, სამი თვის განმავლობაში ელექტროენერგიას ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლისგან, რეგულირებული ფასით შეისყიდით. ამ პერიოდში ელექტროენერგიის შესყიდვის ხელშეკრულება სხვა მიმწოდებელთან უნდა გააფორმოთ.